ქუთაისში, ავარიის შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახებისას მანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ და ორი მათგანი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
მგზავრების მანქანებიდან გადმოყვანა დროულად მოხერხდა, თუმცა მსუბუქი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.