დღეს, 11 იანვარს, სამედიცინო სპეციალობის 8 კურსდამთავრებული თურქეთში სასწავლებლად გაემგზავრება. მათგან 7 რეზიდენტურის, ხოლო 1 კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გაივლის. ახალგაზრდა მედიკოსები ბაჩეშეჰირის უნივერსიტეტში ისწავლიან, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით და კვებით.
გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ახალგაზრდა მედიკოსებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე შეხვდნენ.
„თექვსმეტზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა ჩვენთან, შერჩევა დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე თავად უნივერსიტეტმა მოახდინა, უპირატესობა ინგლისური ენის მცოდნეებს მიენიჭათ. პროექტი გრძელდება, თუ სხვა ახალგაზრდა მედიკოსებს ჭირდებათ რეზიდენტურის კურსი გავლა და ფლობენ თუქრულ ან ინგლისურ ენას საბუთები წარმოადგინონ სამინისტროში და თანმიმდევრულად მოხდება მათი პროექტის მეორე ეტაპში ჩართვა. რამდენიმე წელში ისინი უკან დაუბრუნდებიან და მუშაობას აჭარაში გააგრძელებენ"-აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.
აჭარის მთავრობისა და ბაჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის თამანშრომლობა 2013 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფებოდა. ამის შემდეგ საპასუხო ვიზიტით აჭარას უნივერსიტეტის რექტორი ენვერ იუჯელიც სტუმრობდა.
ბაჩიშეჰერის უნივერსიტეტი ქ. სტამბოლში მდებარეობს. საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალები ფუნქციონირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში. უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართული არიან მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებთან გაცვლით პროგრამებში.