გურჯაანის რაიონში მომხდარი ხანძრის შედეგად 84 წლის მამაკაცი დაიწვა. უბედური შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში მოხდა. გიორგი გაგლობაშვილის სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ინციდენტის დროს მოხუცი მარტო იყო.
სახანძრო ბრიგადებმა მოხუცის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ის ოთახი სადაც მოხუცი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით ცეცხლი, შეშის ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაპერწკლის შედეგად გაჩნდა. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.