„ინვალიდი-ობლები" საქართველოში მთელი ცხოვრება გამოკეტილნი არიან", - ამ სათაურით აქვეყნებს „ბი-ბი-სის" რუსული სამსახური ჟურნალისტ რაიხონ დიმიტრის სტატიას, რომელიც საქართველოში ინვალიდი ბავშვების მდგომარეობას ეხება.
საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც უარი თქვა სახელმწიფო ინტერნატებზე ბავშვებისათის შვილად აყვანის სასარგებლოდ.
თუმცა ინვალიდი-ბავშვები კვლავინდებურად საზოგადოებისაგან იზოლირებულნი არიან და შესაძლოა ეს იზოლაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს.
ვანო (სახელი შეცვლილია) 18 წლისაა. ის ემბრიონის პოზაში წევს თავის საწოლში. ის 10 წლის ბავშვივით გამოიყურება. ერთადერთი რითიც შეიძლება მიხვდეთ, რომ ის ცოცხალია მისი კბილების ღრჭიალის გაგონებაა.
„ეს მისი ცხოვრებაა, ეს არის ყველაფერი ის რასაც ის აკეთებს", _ ამბობს ერიკ მეთიუზი, საერთაშორისო ორგანიზაცია „Disability Rights International"-ის თანამშრომელი. ამ ორგანიზაციის შტაბი ვაშინგრონში მდებარეობს.
„ადგილობრივი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ის უკვე ხუთი წელია საწოლიდან მხოლოდ იმიტომ დგება, რომ დაიბანოს. ასე რომ ეს საწოლი - მისი სახლია", _ წერს ჟურნალისტი თავის რეპორტაჟში.
ვანოს ცერებრალური დამბლა აქვს. ის ერთადერთია კოჯრის ინვალიდი-ბავშვების ინტერნატის 22 ბინადართა შორის. ინვალიდი-ბავშვების ინტერნატი თბილისთან ახლოსაა განლაგებული.
გაეროსა და იუნისეფის ბავშვთა ფონდების დახმარებით, საქართველომ ინვალიდი-ბავშვების ჯანდაცვის სფეროში რეფორმების პროგრამა განახორციელა, რომლის მიზანიც იყო ყველა სახელმწიფო ინტერნატის დახურვა და ბავშვების მშვილებელ ოჯახებში გადანაწილება.
ამ რეფორმის შედეგად ათასობით ბავშვი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, ასევე ისინი მშვილებენ ოჯახებში გადანაწილდნენ ან მცირე ჯგუფის ბავშვებისათვის შექმნის სპეციალურ თავშესაფრებში მოხვდდნენ.
ანდრო დადიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია EveryChild -ის თანამშრომელი საქართველოში აცხადებს, რომ მთავრობას სურდა თავი დაეღწია საბჭოური გადმონაშთისგან ინტერნატების სახით, რომლებიც ყაზარმებსა და საწყობებს ჰგავდდნენ.
ოფიციალურ სტატისტიკას თუ დავერწმუნებით 2006 წელს მოქმედი 49 ინტერნატიდან დარჩა მხოლოდ სამი, მათ შორის კოჯრის ინტერნატიც, რომელშიც ვანო ცხოვრობს.
თუმცა, თავის ბოლო ანგარიშში, ვაშინგტონური ორგანიზაცია „DRI" ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ ის ინვალიდი-ბავშვების მდგომარეობისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის ქვეშ არსებული ობოლთა თავშესაფრების პარალელური სისტემის არსებობის იგნორირებას ახდენს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთ საეკლესიო ინტერნატებში მოთავსებული ბავშვების რაოდენობა უცნობია. ხოლო ჯერივანი კონტროლის არარსებობა კი ბოროტად გამოყენებისა და ძალადობის საფუძველს ქმნის.
საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის ინვალიდი-ბავშვების მდგომარეობის იგნორირეხას ახდენს.
„როდესაც რეფორმირება დავიწყეთ, შეუძლებელია ერთბაშად ყვველა ბავშვს მივწვდომოდით. ამიტომაც ჩვენ ჯანმრთელი ბავშვებისგან დავიწყეთ", _ აცხადებს მამუკა მაჭავარიანი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული სოციალური სამსახურების ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ ინვალიდი-ბავშვებისათვის ახალი სახლების მოძიება ეს რეფორმის მეორე სტადიაა".
სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 104 ბავშვი სახელმწიფო დაწესებულებებში იმყოფება, 127 კი მიმღებ ოჯახებშია გადანაწილებულ.
მაგრამ, ერიკ მეთიუზი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება სტატისტიკით მანიპულირებას ახდენს საქმის რეალურად არსებული მდგომარეობის დაფარვის მიზნით.
„ინვალიდ-ბავშვთაგან მრავალი ინტერნატებიდან მიმღებ ოჯახებში არ გადაჰყავთ. ზოგი ამ ბავშვებიდან გარდაცვლილია, სხვები მოზრდილთათვის განკუთვნილ დაწესებულებებშია გადაყვანილი. სხვანი კი საეკლესიო თავშესაფრებში არიან გადაყვანილნი, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლის მიღმა იმყოფებიან".
მამუკა მაჭავარიანი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ქვეყანაში არსებული საეკლესიო თავშესაფრების რაოდენობა.
„ისინი ჩვენს მიერ არ კონტროლდება და მათ თავისი პოლიტიკა აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ ამ დაწესებულებებში შესვლის საშუალებაზე", _ აცხადებს მაჭავარიანი.
ვანოს, რომელსაც ახლახანს 18 წელი შეუსრულდა მალე მარტყოფში არსებულ ზრდასრულ ინვალიდთა თავშესაფარში გადაიყვანენ. ეს დაწესებულება თბილისიდან 40 კმ-ში იმყოფება და იქ სულ მცირე 69 ადამიანი ცხოვრობს.
„ინვალიდი-ბავშვები გამოკეტილნი არიან ყუთში, რომელშიც ისინი 18 წლამდე ცხოვრობენ. შემდგე კი ისინი სხვა ყუთში გადაჰყავთ, უბრალოდ, ზრდასრულთათვის", _ამბობს ერიკ მეთიუზი.