მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, კიდევ 13 დაშავდა. ონფორმაციას რუსული გამოცემა "ტასი" ავრცელებს.
ხანძარი გაჩნდა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში. სააგენტოს ცნობით, ეს იყო ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ცეცხლი მოედო მეორე და მესამე სართულებს.
ცეცხლი დაახლოებით 1,4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა . ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საერთო ჯამში, მისი ჩაქრობაში მონაწილეობდა 120 ადამიანი და 30 ერთეული ტექნიკა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში, სავარაუდოდ, 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, სამშენებლო ობიექტიდან 31 ადამიანი გადაარჩინეს.