აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. თამარის დასახლებაში,ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენებულ 2 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ბინების განაწილების პროცედურა გაიმართა. აჭარის ა.რ "სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო კომისიის" გადაწყვეტილების საფუძველზე 73 ოჯახს 74 ბინა გადაეცა. 73 -დან ერთმა 16 წევრიანმა ოჯახმა საკუთრებაში 2 ბინა მიიღო. ბინები კენჭისყრის ფორმით განაწილდა, რის საფუძველზეც მომზადდება ბრძანების პროექტი ბინების გადაცემის თაობაზე, რაც ბინების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებს. საცხოვრებელი ბინები ქობულეთსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მასალის გამოყენების პირობები