წალენჯიხა-ჩხოროწყუს ავტომაგისტრალი სოფელ ჯგალში, პირველ იანვარს მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებმა გადაკეტეს. ისინი დამნაშავის დაკავებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით გიორგი მებონია, რომელიც ,,ოპელის" მარკის ავტომანქანას მართავდა და საავარიო სიტუაცია შექმნა გუშინ გაათავისუფლეს და ისინი სწორედ მის დაკავებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ AAავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში პირველ იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი წლის ბავშვი, მისი 27 წლის დედა და 18 წლის ბიჭი დაიღუპა.