ტურისტული გზამკვლევებისა და ცნობარების ბრიტანული გამომცემლობის „Rough Guides"-ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ტურისტული ქვეყნების სიაში მეხუთე პოზიციაზე.
საქართველოს გარდა, ათეულშია ასევე ეთიოპია, მადაგასკარი, ბრაზილია, თურქეთი, რუანდა, იაპონია, ბულგარეთი, მაკედონია და ფილიპინები.
„Rough Guides"-ის თანახმად, საქართველოში ტურისტს საშუალება აქვს, დაათვალიეროს კავკასიის ხელუხლებელი ბუნება, თბილისის ისტორიული ტავერნები, შავი ზღვის კურორტი ბათუმი და ძველი ქალაქები სვანეთსა და ყაზბეგში. ამასთან, მითითებულია ის ცნობაც, რომ საქართველოში გამარტივებულია სავიზო პირობები და ევროკავშირის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აშშ-ის, კანადისა და სამხრეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეუძლიათ, საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე 360 დღე იყვნენ.