2013 წლის დეკემბერში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,4 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
• სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,75 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (44,0 პროცენტი), ფასების გაიზარდა ასევე რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე (3,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-7,3 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (-4,0 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფზე ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც დეკემბრის თვის წლიურ ინდექსზე 0,43 პროცენტიანი წვლილით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (13,6 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,22 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1,9 პროცენტი).