ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ბოჟენოვმა გამოაცხადა, რომ ტერაქტებში გარდაცვლილთა გლოვის ნიშნად, ვოლგოგრადის ოლქში გლოვა დღევანდელი დღიდან დაიწყება და მომავალი  წლის 3 იანვრამდე გაგრძელდება. 
„დღეიდან ვოლგოგრადის ოლქში ხუთდღიანი გლოვაა  გამოცხადებული",_ განაცხადა გუბერნატორმა ტელევიზიით გამოსვლისას. 
შეგახსენებთ, რომ გასული დღეღამის განმავლობაში ვოლგოგრადში ზედიზედ ორი ტერორისტული აქტი მოხდა. პირველმა 17 ადამიანის, ხოლო ,მეორემ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები