27 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა აჭარაში მოქმედ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსა და 2014 წლის პრიორიტეტების შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს 2013 წლის მუშაობის შედეგების მიხედვით გამოვლინდება საუკეთესო დამსაქმებლები და საუკეთესო პარტნიორები, რომელთაც გადაეცემათ სააგენტოს მიერ შემუშავებული სიმბოლური საჩუქრები და სიგელები. ღონისძიება გაიმართება შემდეგ მისამართზე: გორგილაძის ქ. №75 ,,სასტუმრო ,,ჩაო'' 16:00 საათი