არ არის გამორიცხული დღეიდან ოსმა სეპარატისტებმა გორის რაიონის ქართულ სოფლებს წყალი გადაუკეტონ.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა მიმართვას იმის გამო, რომ ქართული მხარე წყლის გადასახადის გადახდაზე უარს აცხადებს.
"ეს არაა შანტაჟი, ეს არის სიგნალი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის საქართველოსათვის, რომლმაც სხვათაშორის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ზამთარში გაზი გადაუკეტა", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.