დღეს, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე მედიცინის მუშაკის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილ მედიცინის მუშაკებს, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და სამინისტროს თანამშრომლებს დააჯილდოებს. მათ მადლობის სიგელი 2013 წელს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის გადაეცემათ.
სამედიცინო დარგის სპეციალისტებს პროფესიულ დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ ფუტკარაძე მიულოცავენ.
შეხვედრაზე, ნუგზარ სურმანიძე სამინისტროს 2013 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს და 2014 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.
აჭარაში მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 24 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიება გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისამართი: ქ. ბათუმი, მამია კომახიძის ქ. N119