22 დეკემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი ქ. ბათუმში, შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის" ბაზაზე ჩაატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს. აქციის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვა ჩაუტარდება 6-დან 18 წლამდე ბავშვებს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაცია. უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სანდლერის ინიციატივით, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხადაჭერით.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს, მის: ბარათაშვილის ქ. N30, ტელ: (0422) 27-73-03 ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მობ: 577 75-01-20.
მასალის გამოყენების პირობები