საქართველოში ორგანოების გადანერგვისთვის დონორთა წრე, შესაძლოა, გაფართოვდეს. აღნიშნული ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. ამ ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდდეს კანონში "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ".
აღნიშნული კანონპროექტი დღესEპარალმენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, გაფართოვდება ორგანოთა გადანერგვის დონორთა წრე და აღნიშნულ კატეგორიას დაემატებიან მეუღლეთა გენეტიკკური ნათესავებიც, თუმცა გადანერგვისათვის საჭირო იქნება, რომ მეუღლეები ქორწინებაში მინიმუმ 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მოქმედი კანონდებლობით კი დონორი რეციპიენტის გენეტიკურ ნათესავთა ნუსხაში შედის გენეტიკურად ნათესავები და ასევე მეუღლე. აღნიშნულ საკითხს კანონპროექტის ავტორი რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხსნის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეს ინიციატივა დღეს პარალმენტში მიხეილ მჟავანაძემ წარმოადგინა. როგორც იგი აცხადებს, აჭარაში დადგა აღნიშნული საკითხი, რომ პრობლემა იქნება დონორთა მოძიების მხრივ და ორგანოთა გადანერგვას თანმხდებიან რეციპიენტის ის ნათესავები, რომლბსაც ორგანოთა გაცემის უფლება არ გააჩნიათ.
"ეს ერთობ მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე სამედიცინო საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის", - აცხადებს კანონპროექტის ავტორი.
ინიციატივას საკმაოდ ბევრი კითხვა მოჰყვა როგორც პარალმენტართა ასევე ექსპერტების მხრიდან. კრიტიკის მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ დონორთა წრის გაფართოებამ შესაძლოა "ორგანოთა ტრეფიკინგისთვის ხვრელები გააფართოოს".
სხდომაზე გადაწყდა, რომ მეორე მოსმენისათვის დაკონკრეტდება ნათესავთა წრე, რაც საქართველოში ორგანოებთან დაკავშირებით გარიგების საფრთხეს შეამცირებს.