საჯარო სამსახურებში ნარკოლოგიური შემოწმება პერიოდულად და შერჩვეითი პრინციპით მოხდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები კი საჯარო სამსაუხრში მოსამსახურე პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას ეხება.
კანონპროექტი ამოღებულია იმ კანონპროექტთა პაკეტიდან, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას ეხება. აღნიშნული პაკეტის განხილვა პარლამენტმა სამი წლის წინ დაიწყო. კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯერ კიდევ წინა მოწვევის პატრლამენტმა მიიღო, თუმცა პაკეტის საბოლოო მიღება დღემდე ვერ ხერხდება. ამის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორი სახელდება.
პრეზიდენტისა და საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძს რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ კი გაცხადდა, რომ საჯარო სამსახურში ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომების მიღება გაძლიერდებოდა და შესაბამისად აღნიშნული კანონპროექტის პაკეტიდან გამოცალკევებით განხილვა უკვე მიმდინარეობს.
როგორც ცვლილების წარდგენისას გიგი წერეთელმა განაცხადა, საჯარო სამსაუხრში დაახლოებით 200 ათასამდე თანამშრომელია დაკავებული. ყოველწლიურად მათი ნარკოლოგიური შემოწმება კი დიდ თანხებთანაც იქნება დაკავშირებული და დიდ რესურსებთანაც. სწორედ ამიტომ აცახდებს, რომ შემოწმება შესძლოა ყველასთვის სავალდბეულო არ იყოს და შემოწმება მოხდეს შერჩევითი პრინციპით გარკვეული პერიოდულობის განმავლობაში.
წერეთელი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ასეთი მიდგომა საჯარო მოხელეებთა შორის გაჩენს მუდმივ მოლოდინს, რაც ერთგვარი პრევენციაც იქნება. ამასთან იმასაც აღნიშნავს, რომ ნარკოლგიური შემოწმების ჩატარება ახალი მეტოდით სახელმწიფოს 150-170 ლარი დაუჯდება, თუმცა აცახდებს, რომ სახელმწიფოსთვის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზადაა თანხა ამ მიმართულებით დაიხარჯოს.