თბილისის აეროპორტში 15 დეკემბერს არადეკლარირებული 31100 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. კერძოდ, რეისით დუბაი -თბილისი ერაყის მოქალაქე იბრაჰიმ მ. ჩამოფრინდა, რომლის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული თანხა, 31100 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვალუტის ამჯერად ქვეყნიდან გატანის მცდელობის ფაქტი 14 დეკემბერს გამოვლინდა. რეისით თბილისი - დუბაი, საქართველოს მოქალაქე ლევან მ. მიფრინავდა, რომელსაც არადეკლარირებული თანხა 72580 აშშ დოლარი აღმოაჩნდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 -ე მუხლის მე- 13 ნაწილის შესაბამისად როგორც ერაყის, ასევე საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა შესაბამისად 3000 - 3000 ლარის ოდენობით.
13 დეკემბერს ს.გ.პ. „თბილისის აეროპორტში" რეისით ალმაატა - თბილისი საქართველოს მოქალაქე ირმა ბ. ჩამოფრინდა, რომლის ბარგის და ხელბარგის დათვალიერებისას 3500 გრამი ვერცხლის არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4486,88 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 -ე მუხლის მე- 10 ნაწილის შესაბამისად მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4486,88 ლარის ოდენობით.