შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტიდან შემოსული შეტყობინებისსაფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული განყოფილებისთანამშრომლებმა, ფოთში, ნაოსნობის წესების (სუფსის ნავსადგურის ნაოსნობისათვისგანსაკუთრებული სიფრთხილის რაიონში მოძრაობის გამყოფი აღმოსავლეთ ზონის გადაკვეთა)დარღვევის ფაქტზე, სინგაპურის დროშით მცურავი ტანკერი "ATLANTIC EXPLORER"-ი დააკავეს.
აღნიშნული ტანკერის კაპიტნის, ხორვატიის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოებასაქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლისI ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის დადგენილებით,სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.