დღეს, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძე აჭარაში ჩავა და უამინდობის შედეგად შექმნილ მდგომარეობას რეგიონში პირადად გაეცნობა. როგორც ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან განმარტა იგი ბათუმში პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით ჩავა.
,,პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს უნდა წავიდე ბათუმში, ადგილზე გავეცნო მიმდინარე პროცესებს თუ რა ვითარებაა უამინდობის გამო. მრავალი წელია ასეთი უამინდობა და ნალექი არ ყოფილა დასავლეთ საქართველოში, პოლიცია 24-საათის განმავლობაში მობილიზებულია და მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარება. რამდენადაც ვიცი, ჩართულია ყველა სამსახური, ადგილზე იქნება შტაბი პრემიერ-მინისტრის დავალებით და უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც ჩვენს მოქალაქებს შეიძლება ჰქონდეთ," - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.