დღეიდან საქართველოს ცხრა რეგიონში ახალი გუბერნატორები მუშაობას შეუდგებიან. როგორც ჟურნალისტებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განმარტა გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრისგან პირველი დავალება უკვე მიიღეს.
,,დღეიდან გუბერნატორები ინტენსიურად შეუდგებიან მუშაობას. მათ პრემიერ-მინისტრისგან პირველი დავალება უკვე მიიღეს და მათი დავალება არის სწორედ ის რომ რეგიონში კოორდინაცია გაძლიერდეს. იგივე ზამთრის სეზონთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად ჩაერთონ და მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენც დავეხმარებით მათ, რომ ადგილზე არსებული პრობლემები მოვაგვაროთ", _განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარასკევს, 13 დეკემბერს 9 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა:ქვემო ქართლი -გიორგი მღებრიშვილი - იურისტი; რაჭა-ლეჩხუმი - პაპუნა მარგველიძე -ეკონომისტი; სამცხე -ჯავაეთი - აკაკი მაჩუტაძე; სამეგრელო -ლევან შონია - სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი;იმერეთი- ზაზა მეფარიშვილი - პროფესიით ინჟინერ- ტექნოლოგი;კახეთი - ირაკლი შიოლაშვილი - ყოფილი გამგებელი;მცხეთა მთიანეთი - ნუგაზ ყიფიანი - რეჟისორი; შიდა ქართლი - ზურაბ რუსიშვილი - ფინანსისტი; გურია -გიორგი ჩხაიძე .