გორში სტალინს აღარ დააბრუნებენ, მაგრამ დროებით. სამუშაოები ერთი კვირით შეწყვიტეს. ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ არქიტექტურულ ნახაზში გაეპარათ უზუსტობა და ამისთვის სჭირდებათ დრო.
წლების წინ გორის ცენტრში პედესტალიდან ჩამოგდებულ ძეგლს სახლ-მუზეუმთან მიმდებარე სკვერში აბრუნებენ.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ფონდმა, რომელიც ამ გადაწყვეტილების ინიციატორია, რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.