ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „შეთანხმება სურს“, მან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ „უპატივცემულო და მიუღებელი ტონი“ უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ აბას არაღჩი X-ზე წერს. „თუ პრეზიდენტ ტ...
უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა: შერეულ გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი დაიაპონიის ჰეგემონია დაასრულა, რომელიც პირველობას ზედიზედ შვიდი ტურნირის განმავლობაში არ თმობდა. უდავო ფაქტია, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის მთავარი სა...
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების სურვილის არქონის გამო მწვავედ გააკრიტიკა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ფედერალური მთავრობის კურსს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების...
აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, გამარტივდენა ამერიკული კომპანიების მიერ ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის მიღება, რომლებიც მიკროჩიპების წარმოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ამასთან, სანაცვლოდ, ამერიკამ გააუქმა ჩინეთის წინა...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უყოყმანოდ გასცემს ბრძანებას ირანის ბირთვული ობიექტებზე კიდევ ერთ იერიშზე, თუ ამის საჭიროება იქნება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტრამპი ირანის დაბომბვას, თუ აშშ-ის დაზვერვა ურანის გამდიდრ...
"ლატვია მკაცრად გმობს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას და გასამართლებას" - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა X-ზე წერს. ბრაჟეს შეფასებით, "ქართული ოცნების" ქმედებები "დემოკრატ...
მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო პასუხისმგებელი პირები დასანქცირდნენ. "მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, რადგან ყოველდღიურად სულ უფრო მეტი...
თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს,- ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შიმშილობა გამოაცხადა. ...
„ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე განთავსდა. როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვისა და გაერთიანებისთვის ბრძოლა გრძელდება. ამასთან, ხაზარაძის თქმით, ეს ქვე...
სამი ადამიანი დაიღუპა პარასკევს, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ერ-ე-ლუარის პრეფექტურაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. კატასტროფა შამფოლის კომუნაში, ერ-ე-ლუარის დედაქალაქ შატრის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში 60 წელს გადაცილებული დაქორწინებული...
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა. „ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხად...
სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი, რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა დაეფუძნოს პროვინციული ტირანიის დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი წერს, „ყველა, ვისაც ივანიშვილი იჭერს, არის პოლიტპატიმარი და უნდა ...
ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებული ხმით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს, მოქმედების დროა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი გივი თარგამაძის დაკავებასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, მხოლოდ სიტყვები რეპრესიებს არ გააჩერებს. „ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებ...
აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანს ბირთვული პროგრამის განახლებისთვის წლები დასჭირდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „25 წელია, როგორც მოქალაქე, ვამბობ, რომ მათ [ირანს] არ უნდა მიეცეთ ბირთვული იარაღის მიღების უფლება - და სწორედ ეს მოხდა. ის...
აქ, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის...