ისრაელის არმიის განცხადებით, მისი ძალები უფრო ღრმად მიიწევენ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, რომელსც მან ალყა შემოარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს იმ სიმაგრეებზე, საიდანაც „ჰამასი“ თავდასხმებს ახორციელებდა. მათივე ცნობით, დაიკავეს &bdquo...
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია საახალწლო ილუმინაციების დასამონტაჟებლად საჭირო ბაგირების მოწყობაც...
საბურთალოს რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, კალათბურთის მოედანი დიდ დიღომში, III მიკრორაიონის N8 კორპუსთან მოეწყო. 600 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა. სტადიონი სრულად აკმაყოფილებ...
„ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება. ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ რა დღის წესრიგსაც სთავაზობდა ქვეყანას, იმ დღის წესრიგის შესრულების პროცესშია ახლა თავის პარ...
ხაბეიშვილმა იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ მის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. „არ ვიცი, საიდან მოგახსენოთ, თავიდან, სააკაშვილიდან, თუ ბოლოდან, ხაბეიშვილიდან, რომლის თავის&...
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, სელფის მომხმ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 324 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური ...
გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ბევრი მაღალქუსლიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მე მიშას და გიგას ეგოები...
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიამ, სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის თემატური რუკები შეადგინა. პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლ...
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე. წერილში ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია - ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ს...
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის ღამეს რუსეთი უკრაინას შაჰედის ტიპის 17 დრონებით და 6 საზენიტო მართვადი რაკეტით თავს დაესხა. უკრაინის დამცველებმა მტრის ათი დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმა მიმართული იყო დონეცკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალ...
სირიაში ამერიკის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, მებრძოლებმა 15 რაკეტა სირიაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზის Rumalyn Landing Zone-ის მიმართულებით 3 დეკემბერს ერაყიდან ისროლეს. აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავე...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, მაგრამ შესაძლოა დააკავონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა. მან განმარტა, რომ პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე, რომელ...
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიo გუტერეშმა განაცხადა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების განახლების გამო როგორც ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებით, ასევე ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებით. სპიკერის მიერ გუტერეშის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერო-ს გენერალური მდივან...