ეს ვიზიტი მისთვის ძალიან უხერხული იქნება. ის უნდა მივიდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც რას აღარ აბრალებს - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ ბერლინში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაესწრება.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მეთაური უცხოეთში, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვისთვის გააგზავნა ოლიგარქმა.
„როგორც მინიმუმ, ეს ვიზიტი მისთვის ძალიან უხერხული იქნება. ის უნდა მივიდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც რას აღარ აბრალებს. კობახიძეს მათთან მისასვლელი პირი ნაკლებად აქვს, რადგან ყველა შეთანხმება და ყველა სიტყვა, რომელიც პარტნიორებს მისცეს, ყველა სიტყვა გატეხეს და დაარღვიეს.
ეს არის მისი მისია არა სახელმწიფოს ინტერესის წარმოჩენა ან დაცვა, მათ ხელში რა ინტერესზე საუბარი, ეს არის რიგითი ივანიშვილის გადარჩენის მისია იმ ხალხთან, რომელთანაც გამოსაჩენი პირი კობახიძეს დიდად არ აქვს"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.