რუსეთის ძალების იერიშის შედეგად ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ხარკოვთან მდებარე სოფელ ჩერკასკაია ლოზოვაიში დასასვენებლ ცენტრს დაარტყეს. მისი თქმით, რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას ორი რაკეტა დაესხა თავს. თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ ...
მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯან-ირანის საზღავრთან ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა. ...
მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა. „ემანუელ მაკრონი ფაქტობრივად, 2018 წელს ჩემი არჩევის მომენტიდან დამპირდა, რომ ის ჩამოვა...
"ხალხის ძალის" ლიდერის გურამ მაჭარაშვილი თქმით, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება, მიიღებს თუ არა რაიმე კანონს პარლამენტი. მისი თქმით, აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს. „ეს სამართლებრივი ნონსენსია. ერთი მხარეა ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ამ ...
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის პრემიერი, ოლაფ შოლცი საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აგენტების კანონს აკრიტიკებენ. "ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ ვითარებით საქართველოში. ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის ერთგული მხარდამჭერი იყო და 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით ...
სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი და ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტი, ერთი წინადადება არის დამატებული, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე, მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა, – ამის შესახებ პირველი არხის ცნ...
ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ “ამერიკის ხმას” განუცხადა. „მე ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ...
ბრიტანულ პოდკასტზე The News Agents-ზე გამოქვეყნდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, მარიამ ლაშხთან ინტერვიუს მცირე მონაკვეთი. ინტერვიუში მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ "გლობალური ომის პარტია" მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკასა და ყველაფერზე...
უკრაინული მედიის ცნობით, 19 მაისს ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, დაშავებულია რვა ადამიანი. მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასასვენებლ ადგილს და საბავშვო მოედანს დაარტყეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნი...
რუსეთის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის 14 რეგიონი დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა უკრაინის 14 რეგიონი დაბომბეს. რუსმა ოკუპანტებმა 98 დასახლებულ პუნქტსა და ინფრასტრუქტურის 101 ობიექტს შეუტიეს. რუსეთის ძალებმა თავდასხმისას გამო...
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა და 25 მაისამდე გასტანს. ფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად მთავარ საკონკურსო პროგრამაში 22 კინოსურათი მონაწილეობს. კინოფესტივალის საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცა ამერიკელ თეატრისა და კინოს მსახიობს მერილ სტრიპს...
რუსეთი უკრაინას 37 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 37 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევში, ოდესაში, მიკოლაევის, სუმის, ვინიცის ,ჟიტომირისა და ხერსონის რეგიონებში. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტ...
ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტი მებრძოლები წითელი ზღვის სანაპიროსთან პანამის დროშის ქვეშ მცურავ საბერძნეთის კუთვნილ ნავთობის ტანკერს გემსაწინააღმდეგო რაკეტით თავს დაესხნენ. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იუწყება. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჰუსიტებმა ერთი საჰაერო ხომალდის მიმართულებით რ...