ვაშინგტონში დღეს ყველა ფედერალური დაწესებულება დაიხურა. ამის მიზეზი დედაქალაქში მოსული ძლიერი თოვლია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დღევანდელი დღისათვის პრესასთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა და ღონისძიება გადადო. ამავე დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი შეხვედრების გრაფიკი არ შეცვალა. თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ი...
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მიმდინარე პროექტის `დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში~ ფარგლებში 19-20 დეკემბერს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო `პრემიერ პალასში~ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სამუშაო ჯგუფმა სამისმართო სისტემის თაობაზე პირველადი ინფორმაცია და პრობ...
იოსებ სტალინის დაბადების 130 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები რუსეთის სახვადასხვა ქალაქში გაიმართება. კერძოდ, მოსკოვში კომუნისტური პარტიის წევრები კრემლის კედელთან არსებულ სტალინის სასაფლაოს გვირგვინებით შემკობას აპირებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, დილიდან წითელ მოედანზე სტალინის დაბადების დღეს სოციალისტებიც აღნიშნ...
"ბათუმის კარიბჭე", - ასე ეწოდება ბათუმის ყველაზე მაღალ კომპლექსს რომელიც სანაპიროზე იახტ-კლუბთან აშენდება. 40-სართულიანი კომპლექსი ყველაზე მაღალი შენობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს შავი ზღვის სანაპიროზე. ცათამბჯენის მშენებლობა მომავალი წლის აპრილში დაიწყება და 2011 წელს დასრულდება. იგი რამდენიმე ათას...
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის შედეგად ზუგდიდის მრავალპროფილიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით 22 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ორი შვილის დედა სამკურნალო დაწესებულებაში დაგვიანებით შეიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი კვირა მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ. ამას გარდა კიდევ ერთი მძიმე შემთხ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური დაკვირვება ხორციელდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. "ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსგან მიღებულია პრინციპული თანხმობა დაკვირვების ...
საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე დეპუტატმა პაპუნა დავითაიამ ჩაანაცვლა. აღნიშნული საკადრო გადაადგილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "პაპუნა დავითაია კულტურის სამინის...
სასჯელთაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე წუთის წინ ხათუნა კალმახელიძე წარადგინა. როგორც გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კალმახელიძეს განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. უკვე რამდენიმე წელია კი საქართველოს საგარეო საქმეთა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა აცხადებს, რომ ე.წ. ღორის გრიპის ახალი შემთხვევების ზრდის დინამიკა შემცირებულია. ეს ეხება როგორც ბავშვებს ასევე მოზარდებს. ცანავა ასევე დასძენს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით დღეს არსებული სიტუაცია პიკური სიტუაციიდან კლებისკენ მიდის. "საშიშრო...
ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონის სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი წყდება. ამის მიზეზად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის მატება სახელდება. რაიონში უკვე რამდენიმე დღეა კარანტინია გამოცხადებული. სასწავლო პროცესი კი სავარაუდოდ 18 იანვრის შემდეგ განახლდება. აფხაზეთის ლეგიტიმ...
საქართველო-ჩინეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები იმართება. ამ მიზნით, თბილისს ჩინეთის საგარეო უწყების დელეგაცია სტუმრობს. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, პოლიტკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეები ქვეყნებს შორის ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფება. როგორც დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ბოკერია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ევრ...
საპარლამენტო ოპოზიცია უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრატეგიის გასაზღვრას მიეძღვნება, მონაწილეობას მიიღებს. ნიკა ლალიაშვილი და პაატა დავითაია იმ საფრთხეებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყანას რუსეთისგან ემუქრება. "ვაპირებ უშიშროების საბჭოში გარკვეული ს...
უშიშროების საბჭოს ფარგლებში ოკუპირებული რეგიონების საკითხის განხილვას ირაკლი ალასანიას გუნდი არ დაესწრება. ალასანიას გუნდი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების პიარ-აქცია. "ეს არის ხელისუფლების პიარ-აქცია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სხდომებში ამ მიზეზით მონაწილეობას არ მიიღებს", - განაცხადა ალიანის ერთ ერთმა ლ...
დღეს 21 დეკემბერს, 17:00 საათზე უშიშროების საბჭო ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების საკითხზე იმსჯელებს. საბჭოს სხდომას, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება მმართველი გუნდის და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები დაესწრებიან. სხდომაზე ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემის მოს...