ქართველი რაგბისტებისა და რუმინული ნაკრების შერკინება საქართველოს გამარჯვებით 18 :11 დასრულდა. გადამწყვეტი უპირატესობა ქართველმა მორაგბეებმა საწყის წუთებში მოიპოვეს, რის შედეგად ზირაქიშვილისა და ხომასურიძის ლელოების წყალობით ზედიზედ მეოთხეd გაiმარჯვეს
რუმინელმა მორაგბეებმა ერთი ლელო მეორე ტაიმში გაუტანეს და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, სოჭში გამართავს
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა სტუმრად პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 13:12 დაამარცხა. შეხვედრა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის სტადიონ "სტადიო უნივერსიტარიოზე" გაიმართა.
ევროპის ერთა თასის 2011-12 წლების გათამაშებაში პირველ ადგილს საქართველო იკავებს 14 ქულით. მეორე ადგილზეა პორტუგალია 9 ქულით. ესპანეთის ნაკრები, რომელიც თბილისში "ბორჯღალოსნებმა" 60:0 დაამარცხეს, 6 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. 4-5 ადგილებს 5-5 ქულით რუმინეთი და რუსეთი იკავებენ, ხოლო ბოლო ადგილზე 0 ქულით უკრაინაა.