სტიქიის გამო საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ხვალ, 22 ივნისს, გუბერნატორებთან საანგებო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავად ნიკა გილაურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება. "მინდა ხვალ გუბერნატორები შევკრიბო და მათთან ერთად გავიარო ის...
სტიქიის შედეგად დაზიანებულ რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა სრულად ორ კვირაში აღდგება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელე სხდომაზე რეიგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. "გზ...
მთავრობის დღევანდელ სხდომას ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი გვინდაძე პირველად ესწრება. მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გვინდაძეს მინისტრთა კაბინეტის წევრობა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. "მინდა მივესალმო მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრს. გვინდაძე საკმაოდ წარმატ...
შესაბამისი ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეიგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიაწოდა. "10 მილიონი ლარი რომელიც სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად წინასწარ იყო ნავარაუდევი, სავარაუდოდ კიდევ 4 მილიონით გაიზრდება, თუმცა არავითარ შემთხვევაში 14 მილიონზე მ...
"ქრისტიან-დემოკრატები" ქართულ მხარეს ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ურჩევენ. როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რუსეთის ხრიდან განხორციელებულმა ქმედება უკვე აშკარა ხასიათი და დინამიკა შეიძინ...
იტალიელი ოსტატის ანტონიო სტრადივარიუსის მიერ 1721 წლს შექმნილი ვიოლინო "ლედი ბლანტი" ლონდონის აუქციონზე რეკორდულ ფასად 15.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის შედეგად შემოსული სრული თანხა იაპონიაში ცუნამით დაზარალებულებს მოხმარდება. სახელწოდება ,,ლედი ბლანტი", მისი მფლობელის იტალიელ...
საზოგადოებრივი მოძრაობა "ჩემი საქართველო" სთავაზობს ხელისუფლებასა და საარჩევნო რვიანს, დაიწყოს კონსულტაციები 2012 წელს საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად. როგორც მოძრაობაში მიიჩნევენ, გაეროს რეკომენდაციით,რეალური სურათის დასადგენად მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება 10 ...
"ქართული დასის" ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტარებს და ხელისუფლებას სოფიკო ოდიშვილის დახმარებას სთხოვს. როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბაღათურიამ აღნიშნა, ოდიშვილს ანევრიზმის დიაგნოზი აქვს დასმული, რომელსაც ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ოჯახს რაც ჰქონდა ოპერ...
რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენის რუსულ აფხაზური ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს აფხაზეთში უკანონოდ წართმეული საცხოვრებელი დაუბრუნდა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა კონსტანტინე დოლგოვმა გააკეთა. "...
განათლების სამინისტროს ინფორმაციით საატესტატო გამოცდებში 6 000 მოსწავლე ჩაიჭრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ისტორიაში პირველი, ე.წ. CAT-ის მოდელის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა. "1520 საჯარო და კერძო სკოლაში საგამოცდო პროცესი გამართულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა. 50 ათასამდე მოსწ...
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მთავრობას ურჩევს "შადრევან მშენებლობის", დისკოთეკების მოწყობის ნაცვლად სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა და სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ბაღათუ...
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო საჯარისო შენაერთების გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება დაავალა. ამის შესახებ ბაქრაძემ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის გამოხმაურებისას აღნიშნა. "საკითხი ძალიან მ...
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით სტიქიის შემდეგ სურამსა და ხაშურის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ხეთაგურის განცხადებით, განხორციელებული სარებილიტაციო სმაუშაობის შედეგად სურამსა და ხაშურში ელეტქროენერგიის მიწოდბა სრულად აღდგენილია, ხოლო რაც შეეხევბა გაზმომ...
მენინგიტის ნიშნებით 13 წლის მოზარდი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრიდან, თბილისში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ბავშვი საავადმყოფოში სოფელ ყარაჯალიდან შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, პირღებინება, ძილიანობა და ტემპერატურა. ჩვენი ვარაუდით, ბავშვს მენინგი...
რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელოვნურად ხდება ვითარების ესკალაცია, რომ შეიარაღებეული ძალების გაზრდის დამატებითი "არგუმენტები" მიეცეთ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე რუსეთის ხელისუფლების აფხაზეთის ოკუპირებულ ტე...