თბილისში, წერეთლის გამზირზე გვიან ღამით ახალგაზრდა დაჭრეს. შელაპარაკების შედეგად დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის მიზეზე ამ ეტაპზე უცნობია. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში ახლობლებმა გადაიყვანეს. მას ჭრილობა სავარაუდოდ, დანით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით...
ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,მიმდი...
WikiLeaks-მა აშშ-ის დაზვერვისა და დიპლომატიური სამსახურის 1,7 მილიონზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტები 1973-76 წლების პერიოდს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, WikiLeaks-ის მფლობელმა ჯულიან ასანჯიმ, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, დოკუმენტების მოძიების სამუშაოების მნიშვნელოვანი ...
გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" გერმანიის ქ. დრეზდენში ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის "ევრიმაჟის" მართველი საბჭოს წევრებისგან 200 000 ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. "ევრიმაჟის" მართველი საბჭოს 129-ე სხდომაზე საბჭოს წევრებმა 25 კინ...
აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით სარკინიგზო ავარია მოხდა. საწვავით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რასაც ოთხი ვაგონის გადატრიალება მოჰყვა. შედეგად, დიზელის საწვავი დაიღვარა, რაც ისევ იღვრება. ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე...
13 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ანანიაშვილი და დენის მატვიენკო პ. ჩაიკოვსკის ბალეტს „გედების ტბას" წარმოადგენენ. საბალეტო სპექტაკლში მონაწილეობენ: ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი- დ...
რუსული კომპანია "მეგაფონი", ცხინვალის რეგიონში ინტერნეტის ქსელის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს რამდენიმე ახალ სადგურს დაამონტაჟებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ოსური მედიის ინფორმაციით, ახალი სადგურები ზნაურისა და ძაურის რაიონებში ...
ავტოკონცერნმა Kia-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთიდან 50 ათას ავტომობილს გამოიწვევს, რომელიც 2007-2011 წლებშია წარმოებული. აღნიშნულის მიზეზი კი სდექ-სიგნალის გადამრთველის არასწორი მუშაობაა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, უახლოეს პერიოდში კომპანიის საიტზე სპეციალური ტესტი დაიდება, რითაც ავტომობილის მფლობელი...
კვიპროსის ფინანსთა სამინისტრომ საბანკო გადარიცხვებზე დასწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამიერიდან კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ თვეში 10 ათასი ევროს ოდენობის გადარიცხვა განახორციელონ. ხოლო რაც შეეხებათ ფიზიკურ პირებს, მათ თვეში მხოლოდ 2 ათასი ევროს ოდენობის საბანკო გადარიცხვის განხორციელება შეუძლიათ. ...
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა "ჰიპერპოზიცია-ინსტალაციიდან სკულპტურამდე" მიმდინარეობს. კონსტანტინე მინდაძისა და მანუჩარ ოქროსცვარიძის პროექტი "ჰიპერპოზიცია" მოიცავს იმ ვიზუალურ შედეგებს და ფაზებს, რომლებიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიან. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება სივრცული ინსტალაციიდან, იგივე მას...
ეგვიპტეში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ძირითადად ის საკურორტო ზონაში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა შარმ-ეშ-შეიხში, ნუვეიბაში, დახაბში, ტაბაში, სინის ნახევარკუნძულზე და ხურგადაში იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები 7 წამი გაგრძელდა. მიწისძვრის ეპიტცენტში შარმ-ეშ-შეიხთან დაფი...
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის ტერიტორის დაბომბვა ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ჩასვლიდან რამდენიმე საათში მოხდა. ფრანს პრესის ინფორმაცით, რაკეტა ქვეყნის სამხრეთით ჩამოვარდა და მას მსხვერპლი ან რაიმე სახის დაზიანება არ მოყოლია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ის...
საქართველოს მასშტაბით წვიმა და ქარია მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა არამდგრადი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. ,,8 აპრ...
მიმდინარე წელს საქართველოში შიდსის ვირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ვებ-გვერდზე 2013 წლის 4 აპრილის მონაცემებია მოყვანილი. საქართველოში აღნიშნული მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსის 3 742 შემთხვევაა რე...
დღეს, 8 აპრილს, 21:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი საყოველთაო პარაკლისი აღევლინება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პარაკლისის დამთავრების შემდეგ, ტაძრიდან, ყველა დამსწრე პირი გადაინაცვლებს შარდენზე მდებარე კლუბ "ბამბა რუმსში", სადაც ამავ...