დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 100-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნება. "სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნუ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის — იუსტიციის სახლის 300-მდე თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება პოლიტიკური გემოვნების საკითხს სცდება და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. "საქართვე...
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. "რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველები...
ახლა საუკეთესო დროა, რომ ევროკავშირს მოვუწოდოთ, საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას, - ამის შესახებ არლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი X-ზე წერს „ახლა საუკეთესო დროა, რომ ევროკავშირს მოვუწოდოთ, საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. ევროკავშირს შეუძლია ეს უაზრო დისკუსი...
პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის, ივანიშვილს, სანქციები სწრაფად უნდა დაუწესდეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე წერს. „ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ საქართველოს ოფიციალური პირებს, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარ...
იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს. "ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზ...
ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში წერს. დეპუტატი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს ეხმიანება. „დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება ...
გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა განაცხადა. „რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ირკვევა, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზ...
ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ,, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი X-ზე წერს. “ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა მშვიდობ...
აშშ-ის ჰელსინკის კომისია წერს, რომ საქართველოში აქციის მონაწილეები სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს იცავენ და რუსეთის კოლონიად გადაქცევაზე უარს ამბობენ, ხელისუფლების მხრიდან კი ძალადობა დახვდათ. მათივე თქმით, ქართველი ხალხის გვერდით დგანან. ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს....
ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, - ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავაზე წერს. „ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე... არა, უარესია, რაც ვიდეოში ჩანს, რადგან ვიდეოში კარგად ჩ...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელi მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა! და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!”
ქართველო ხალხო, თუ დაიცავთ თქვენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, თქვენ გადაარჩენთ ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. „ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დაიცავთ თქვენს თ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეებს მოუწოდებს, "არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან". როგორც ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად&quo...
29 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია და ძალოვანი უწყებების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ სპეცრაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები. რესპუბლიკის მოედნიდან ჟურნალისტები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტ...