სამინისტროს პროგრამის - „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის ფარგლებში" დაიწყო სმენის აპარატების გაცემა. პროგრამის მიმდინარეობის პროცესს დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და სოციალური დაცვის დეპარატ...
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა", თბილისის საქალაქო სასამართლოში, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაცია საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მეუღლისგან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას მოითხოვს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და სამოქალა...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიიღო. უწყებათაშორისი კომისიის წევრ არასამთავრობო ორგანიზაცია "...
29-30 მაისს, საქართველოს წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები გაემგზავრებიან აჭარაში. ჟურნალისტები გაეცნობიან ევროპის სამეზობლო პროგრამის მიმდინარეობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტები შეხვდებიან ფერმერებს, შეიტყობენ იმ მომსახურ...
იუნესკოში დაცული ზემო სვანეთის, სოფელი ჩაჟაშის სრული აღდგენის პროცესი უშგულის მუზეუმისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით დაიწყება. ზემო სვანეთი სოფელი ჩაჟაში - 13 კოშკი, 4 ციხე-სახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 1 ათეული დამხმარე ნაგებობა აერთიანებს შუა საუკუნეების იმ უძველეს არქიტექტუ...
სვანეთის ძეგლთა გადარჩენის პროგრამით ლატალში იფხის X საუკუნის ეკლესიის და ამავე პერიოდის რთულ მდგომარეობაში არსებული კედლის მხატვრობის კვლევითი-დიაგნოსტიკური სამუშაოები განხორციელდება. სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ ფრესკების კონსერვაციის მეთოდებისა და მიდგომების ზუსტად განსაზღვრის. კულტურული მემკვიდრეობის და...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. საქართველოს მთავრობის მეთაური ანგელა მერკელმა სამუშაო სადილზე მიიწვია, რომელსაც ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლეანკა დაესწრ...
ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ იქ იყოს მშვიდობა. ,,ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთში არ ვრცელდება. ჩვენ ნამდვილად დაინტერესებული ვართ, აფხაზები ჩვენი მოძმე ხალხი...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე კრიზისის შედეგად რამდენიმე გამგებელმა თანამდებობა დატოვოს. კერძოდ, საუბარია გალისა და ტყვარჩელის გამგებლებზე. როგორც ჟურნალისტებთან ყოლბაიამ განაცხადა, აფხაზეთში მიმდინარე პროცე...
31 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ფოტოგამოფენა - „არნო ფიშერის ფოტოგრაფია" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოადგენილი იქნება 1927 წელს ბერლინში დაბადებული გერმანელი ხელოვანისა და ფოტოგრაფიის მასწავლებლის, არნო ფიშერის 140 ნამუშევარი. ხელოვანის შავ-თეთრი ფოტოები ფოტოგრაფების ...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზური პროექტის კონკურსი გამოაცხადა. განცხადების მიღება 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. სამხედრო მოსამსახურის ფორმის ესკიზურ პროექტებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც 11 წევრისგან 4 ნოემბერს დაკომპლექტდება. კომისია საუკე...
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისათვის მზადყოფნას აცხადებს. ეს განცხადება მან რუსული მედიისათვის მიცემულ კომენტარში გააკეთა. „აფხაზეთის ხელისუფლება ყოველთვის იყო და არის მზად დიალოგისათვის", - განაცხადა მან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ამჟამად აფხაზეთში ...
„თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს ავტომობილის შეკეთებას უკვე სერვისცენტრში მისვლის გარეშე სთავაზობს. „თეგეტა კომფორტი" ეს არის მომსახურება ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დრო თავად მიიყვანონ ავტომობილი სერვისცენტრში. აღნიშნული პროდუქტის შემოთავაზებით კომპანი...
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. ღონისძიება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიღება გაერო-ს მისიასა და ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს იორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ...
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ტელევიზიის შენობას კვლავ ოპოზიცია აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სოხუმში მყოფ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი კორესპოდენტი აღნიშნავს, რომ თავად აფხაზეთში მდგომარეობა შედარებით სტაბილური რჩება. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ...