კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო. საქართველოს შეარაღებული ძალების IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების სამხედროებმა კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“ ნახეს.
სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის თემატურად შერჩეულმა ფილმმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ გახდა ტეხასელი, როდეოს ჩემპიონი ქრის კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერი. მან ცხელ წერტილებში 150 დადასტურებული ლიკვიდაცია მოახდინა.
კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოთეატრ „ამირანს“ შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება.