დღეს, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობა გაიმართება. საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე კონცერტით დასრულდება. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობასთან დაკავშირებით, 18:00-24:00-მდე თავისუფლების მოედანზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 2...
თურქეთში, ქ. რიზეს საავადმყოფოს ეზოში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ქართველ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით რიგი შეხვედრები გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, ქ. ტრაპიზონში გენერალური კონსული, ავთანდილ მიქა...
ოდესის გუბერნატორი სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციას მოითხოვს. ამის შესახებ მან პორტ „იუჟნიში“ განაცხადა, სადაც ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. „არალეგალური კაზინოები არის ოდესაშიც და კიევშიც. საინტერესოა, ვის ვატყუებთ ან თავს რატომ ვიტყუებთ? სათამაშო ბიზნესი ლეგალური უნდა გახდ...
აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი თეირანს არ ენდობა. ამის შესახებ მან ნიუ-ჰემფშირში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მჯერა თუ არა ირანელების? რა თქმა უნდა, არა. არიან ადამიანები ჩვენს კონკურენტ პარტიაში, რომლებიც აცხადებენ, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება შეცდომაა და რომ თეირანი ჩვენს მოტყუებას შეეცდება. მე...
ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა უკრაინის ხელისუფლებას დემაგოგიასა და სხვაგვარად მოაზროვნეთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი უკრაინის კულტურის სამინისტროს მოთხოვნა გახდა, რომლის მიხედვითაც კუსტურიცას კიევში კონცერტის ჩატარება უნდა აეკრძალოს. კინორეჟისორობის გარდა კუსტურიცა მუსიკითაც არის გატაცებული და თავის ბ...
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნამოსახლარებსა და სამაროვნებს ხვალ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოინახუოლებენ. სამაროვნებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავ...
მათ, ვინც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმის საერთაშორისო ტრიბუნალზე გატანას ეწინააღმდეგება, თავად არის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა. „ვისაც ამ პროცესის შეჩერება სურს, სწორედ ის არის ამ საშინელ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი,“-აღნიშნა პოროშენ...
საქართველოში საგარეო ვალების საშინაო ვალებით ჩანაცვლება იგეგმება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის ზრდა, ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია და უკეთესი იქნება, თუ...
შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ძალოვანი უწყება თანმიმდევრულია ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაში. ამის შესახებ, თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საგარეო უწყებაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე ა...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ყოფილი და მოქმედი მერების მიერ მოსკოვის მერისადმი წერილები დაპირისპირების საგნად იქცა. მას შემდეგ რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ დავით ნარმანიას მიერ მოსკოვის მერისადმი გაგზავნილ მოსაწვევზე დასვა კითხვა, უმრავლეოსბის წევრმა ჯაბა სამუშიამ ნაციონალი მერის გიგ...
ოდესიდან რუსეთის კონსულის გაძევების ფაქტს ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად, რომელიც მიზნად ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ხელოვნურ დაძაბვას ისახავს. რუსეთი საპასუხო ზო...
"ერთი და იგივე სიმღერას მღერიან საქართველოს ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება,"- ამის შესახებ, ,,ნაცმოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მინაშვილი მიიჩნევს, რომ ზაქარეი...
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯონი დეპიმ საბერძნეთში პატარა კუნძული იყიდა. ამის შესახებ ბერძნული სააგენტო ANA-MPA იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 0,2 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძულში მსახიობმა 4,2 მილიონი ევრო გადაიხადა. ამჯამად მსახიობი ავსტრალიაში“კარიბის ზღვის მეკობრეების“ მორიგი სერიის...
მალაიზიური ბოინგი დონეცკში სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ ქერის თქმით, თვითმფრინავს „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტა ესროლეს. „ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას მოვითხოვთ. ვინც ეს საშინელი...
ბუდაპეშტი შეუვალია. ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლებამ საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება დაიწყო. ქვეყანაში არალეგალ ემიგრანტთა შედინების აღსაკვეთად სერბეთის საზღვარზე დამცავი კედელი შენდება. ბარიერის მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.