საპროკურორო საბჭოს წევრთა შერჩევაზე საკონმდებლო ორგანო მუშაობას დაჩქარებული წესით განაგრძობს. საკითხი დღევანდელი პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ცნობილია, რომ საპროკურორო საბჭოს წევრად უმრავლესობის კვოტით დეპუტატი ეკა ბესელიაა წარდგენილი, ხოლო სამოქალაქო სექტორიდან და უფლებადაცვითი ორგანიზაციები...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ელოდებიან. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება და ვიდეო და ფოტომასალას პრეზიდენტის პრესსამსახური გაავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საუბრის თემა რუსთავი 2–ის დაბრუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები იქნება. პრეზიდენტსა და ბიზნეს...
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ შეხვედრა 23 ოქტომბერს შესთავა...
საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორეს მადლობა ბოლო ქადაგებისთვის გადაუხადა, სადაც უწმინდესმა პოლიტიკოსებს სიმშვიდისა და საერთო ენის გამონახვისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტის თქმით, პატრიარქის ქადაგებები ყოველთვის ძალიან დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკოსებისა თუ ერის მშვიდობიან თანაც...
პოლონეთში კი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა. ოფიციალური მონაცემებით, იაროსლავ კაჩინსკის პარტია “კანონი და სამართლიანობა” მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმრავლესობას მიიღებს. კონსერვატორებს მხარი ამომრჩეველთა 37,58 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზე ხმათა 24,09 პროცენტით ევა კოპაჩის &ldquo...
უკრაინის ადგილობრივმა არჩევნებმა გამარჯვებული პარტია ვერ გამოავლინა. რეგიონების დიდ ნაწილში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ოლქების უმრავლესობაში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, რადგანაც კანდიდატებმა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. როგორც ფრაქცია “სოლ...
ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. გვიან ღამით ებრაულმა ავიაციამ ჰამასის პოზიციები დაბომბა. აფეთქებებს ერთი პალესტინელი ემსხვერპლა. ავიადარტყმებამდე რამდენიმე საათით ადრე პალესტინელებმა მოსაზღვრე ებრაული რაიონის მიმართულებით ქასამის ტიპის რაკეტა ისროლეს, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია....
ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ავღანეთში 33, პაკისტანში კი 147 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
შეტაკებები თურქეთში. დიარბაქირში პოლიციასა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის სროლას 2 პოლიციელი და რამდენიე ისლამისტი ემსხვერპლა. სპეცოპერაცია ქურთებით დასახლებულ რაიონში გამთენიისას დაიწყო. ისლამისტებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. არიან დაშავებულებიც.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ახორციელებს. შეხვედრისას...
თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელმა აკადემიის იუნკერებს სიტყვით მიმართა და ნატოს კვირეულის ფარგლებში ჯეიმს აპატურაის საქართველოში სტუმრო...
ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს,–ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთო...
ძლიერმა წვიმებმა სამტრედიის რაიონში წყალდიდობა გამოიწყვია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, რიონის უეცარი ადიდების გამო მეთევზეები მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. სოფელ ბაშში მაშველებმა ოთხი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. გავრცლებული ინფორმაციით, მაშველებმა მდინარიდან ყველა მათგანი უვნებლა...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული სასწავლო...
ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლო განხილვის ვადა ორი თვიდან ერთ თვემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები - „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ინიციატივის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. მთავრობის განმარტებით, ექ...