ძლიერმა წვიმებმა სამტრედიის რაიონში წყალდიდობა გამოიწყვია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, რიონის უეცარი ადიდების გამო მეთევზეები მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
სოფელ ბაშში მაშველებმა ოთხი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
გავრცლებული ინფორმაციით, მაშველებმა მდინარიდან ყველა მათგანი უვნებლად გამოიყვანეს.