უკრაინა რუსეთს გაზის ტრანზიტის საფასურს უძვირებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ათასი კუბამეტრი აირის ტრანსპორტირებაში უკრაინული მხარე ყოველ 100 კილომეტრზე 4,5 დოლარს მოითხოვს. დღემდე ტარიფი 2,7 დოლარს შეადგენდა.
ცხინვალში რუს სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცი ერთი კვირის წინ გაუჩინარდა. მისი ადგილ-სამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 150 ათასი რუბლია დაწესებული. ძებნაში დეფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურებიც ჩაერთვნენ.
სტრასბურგში დღეს საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელებენ. დებატები ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შესახებ გაიმართება. ხვალ კი ევროპელი დეპუტატები სპეციალურ რეზოლუციას უყრიან კენჭს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დოკუმენტში რუსეთის აგრესია კიდევ ერთხ...
რუსული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიებს არ დაესწრება. ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ დელეგაციას უფლებამოსილება სრულად აღუდგება. ხმის უფლება რუსეთს ასამბლეაში 2015 წლის იანვარში ჩამოერთვა...
,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ბიძინა კუჭავას საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალური ქსელით ეხმიანება და გამოძიების ვერსიას ბოდვას უწოდებს. თარგამაძე ხაზგასმით აღიშნავს, რომ მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა. ,...
ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის სეიმის (პარლამენტის) სპიკერთან, ინარა მურნიეცესთან გამართა. ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა ქართულ დელეგაციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადე...
ომის ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას და ჰოსპიტალის დაფინანსების აღდგენას მოითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე ვეტერანთა ჰოსპიტალის დირექტორმა გიორგი მაცაბერიძემ და ომის ვეტერანებმა. ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ჰოსპიტალისთვის დაფინანსების აღდგენას პრემიერმინისტრს თხოვენ და ვეტერანთა საქმეებ...
ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს უთანხმოება მეუღლესთან ჰქონდა. გარდაცვლილი უგონო მდგომარეობაში სახლში მეზობელმა იპოვნა. როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, გუშინ, საღამოს ნიკა კვარაცხელიას მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გარდაცვლილი აღარავის უნახავს. გარდაცვლილს ე...
საგზაო მოძრაობის დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა რიგ შემთხვევებში იზრდება. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონთან ერთად, ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც" შედის, რომლის განხილვაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 21 იანვარს დაიწყება. საკანონმდებლო ცვლილებები...
პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეში მაია ნიკოლეიშვილი ჩართოს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. ,,პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვე...
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს ,,ნაციონალი” დეპუტატის ირაკლი აბესაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 2016 წელს დედაქალაქში ახალი ავტობუსები არ შემოვა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება. მისი თქმით, დღევანდე...
თბილისის მერი დავით ნარმანია სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღებასთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. „ნათლისღების დ...
შსს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის გახსნის დეტალებზე ტელეეთერებით საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა კუჭავამ მკვლელობა ახალი წლის ღამის ხმაურს დაამთხვია. მისივე თქმით, კუჭავამ ფეხის თითზე დაზიანება გვამის დანაწევრების მცდელობისას მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა საზღვარ...
,,ეს არის საერთო ტრაგედია. გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი მიცვალებულების გასაპატიოსნებლად”, - ამის შესახებ ბიძინა კუჭავას მეუღლემ მარინა ნიკოლოზაშვილმა მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახს ჟურნალისტების მეშველობით მიმართავს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. იგი მოუწოდებს ქირიების ოჯახს, რომ საქმეში თავადაც ჩართონ დ...
ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახური „მი-5“ ქვეყანაში გეებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილ დამსაქმებლად იქნა აღიარებული. შესაბამისი შედეგები ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის Stonewall-ის კვლევის მიხედვით გახდა ცნობილი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 400 ორგანიზაციის 60 ათასმა თანამ...