ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს უთანხმოება მეუღლესთან ჰქონდა. გარდაცვლილი უგონო მდგომარეობაში სახლში მეზობელმა იპოვნა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, გუშინ, საღამოს ნიკა კვარაცხელიას მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გარდაცვლილი აღარავის უნახავს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თუმცა, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს. ნიკა კვარაცხელიას მეუღლე გამოძიებამ უკვე დაკითხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.