სახალხო დამცველის მრჩეველი მორის შალიკაშვილი, რომელმაც საქმე დეტალურად შეისწავლა, გაოგნებული იყო და ამბობდა, რომ უვადო პატიმრობისთვის ადამიანები ისე გაიმეტეს, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა - განაცხადა უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში. “გია გვიჩიანიდან ვიცი, რომ ცრუ...
ივანიშვილი იყურება აივანზე და რა ტერიტორიასაც ხედავს, ღობავს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში. “ბიძინა ივანიშვილი იყურება აივანზე და გარშემო რა ტერიტორიასაც ხედავს, ღობავს. ყიდულობს და ღობავს. დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტ...
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის, თქმით, ხელისუფლებამ არ იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს. ამის შესახებ ზაზა ბიბილაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. “ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამ გუნდს უბრალოდ არ ჰქონდა არანაირი წარ...
საქართველო ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს - განცხადება იოჰანეს ჰანმა, ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გააკეთა. ჰანის თქმით, საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა ამ ქვეყნებმა...
ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ მონაცემებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეალურად ქვეყანაში სამუშაო ადგილები შემცირდა. რომან გოცირიძემ გადაცემა არჩევანში ის სამი მიზეზი დაასახელა, რაც დღეს ქვეყანაში დასაქმებულთა შემცირებ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე "ვიშეგრადის ოთხეულისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთამინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც 2016 წლის 4 მაისს ქ. პრაღაში იმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში, სადაც განხ...
თბილისის მერია ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს, 17:00 საათზე დასრულდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმა...
გაერო-ს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2016 წლის 2-3 მაისს ჟენევაში, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად წარდგენილი მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა. ...
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუქციონის შემდეგ, თბილისის მერი დავით ნარმანია პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ გამოადგებათ მოქალაქეებს და ქალაქს. „მე ვიცნობ დეტალებს. კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი მხოლ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 8 ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის პრესტური მოეწყო. ისრაელის მედიასაშუალებების წარმომადგნელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერეს, ჟურნალისტებმა მოინახულეს თბილისის, სიღნაღის, ყვარლის, ბორჯომის ტურ...
”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ელემენტარული საკითხის გადაწყვეტაშიც უუნაროა. სერგო რატიანის შეფასებით, მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის...
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადბით, ფარულ კადრებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიებაზე, ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა არის გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიება საკმაო დროს საჭიროებს. „ის ინფორმაცია, ის ...
დედაქალაქის მერიის წინ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული აუქციონის საწინაამდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები მართავენ. მათ „თავისუფალი ზონის“ წევრები შეუერთდნენ. მერიასთან მობილიზებულია უსაფრთხოების სამსახური და საპატრულო პოლიცია. ბოტანიკური ბ...
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, გია გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც დაეფუძნა სასამართლოს განაჩენი. ირაკლი შოთაძემ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების, გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საკითხზე კომენტარი...
6 მაისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა „სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღო...