ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადამგდარი გენერლის, მაიკლ ფლინის კანდიდატურა დაასახელა. ფლინის კანდიდატურა თავდაცვის მდივნის პოსტზეც განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ 2012-2014 წლებში მაიკლ ფლინი პენტაგონში სადაზვერვო სამმართველოს ხელ...
საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტზე იმსჯლებენ. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმეტს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განიხილავენ. თბილისის მერიამ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. ახლა კანონმდებლებს განსახილველად ვადა 25 ნოემბრამდე აქვთ, ...
„აწარმოე რეალური პოლიტიკა“ -საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის დაწყებამდე ამ სახელწოდების აქცია გაიმართება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან. არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირის გაერთიანებული შეკრების მიზანია, მოუწოდოს ახლადარჩეულ პარლამენტარებს, დაიწყონ რეალურად საზოგადოებრივ ს...
მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველ პლენარულ სხდომას დღეს გამართავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი შემადგენლობის პარლამენტში სამუშაოდ უკვე მზად არიან. პროცედურულად საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ, ისევე, როგორც ვიცე-სპიკერებს, კომიტეტის თ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაცი...
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი აღარ იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ეხმაურება. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აღარ თანამშრომლობს, გამოძიება მაინც გაგრძელდება. ჩვენ სხვა გზებს მ...
რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს გეგმავს, კრემლის პრეს-მდივანი არ ადასტურებს. დიმიტრი პესკოვის თქმით, არც ინაუგურაციამდე და არც შემდეგ მსგავსი აქტივობა დაგეგმილი არ არის. ინფორმაცია დღეს დილით გაზეთმა „იზ...
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტიდან გამოსვლის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ეხმაურება. „რუსეთის ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ვწუხვართ,“-აცხადებს ფედერიკა მოგერინი. პუტინმა ჰააგის სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება გუშინ მ...
მექსიკელმა მკვლევრებმა ჩიჩნე-იცაში კუკულკანას პირამიდის ქვეშ კიდევ ერთი და გაცილებით ძველი ნაგებობა იპოვეს. აღმოჩენაში მათ ელექტრომაგნიტური მეთოდოლოგია დაეხმარა. მაიას ტომების ყველაზე ცნობილი კუკულკანას საფეხურებრივი პირამიდა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გასული საუკუნის 30-იან წლებში არქეოლოგებმა ძირითადი შენობის ქვემოთ 1...
დონალდ ტრამპს ვარცხნილობაში კონკურენტი გამოუჩნდა. ის ჩინეთში, ჰანჟუს საფარი პარკში მცხოვრები ოქროსთმიანი ხოხობია. ხუთი წლის ხოხბის, სახელად „ლითლ რედის“ ფოტო უკვე გახდა სოციალური ქსელების ჰიტი. ორ დღეში ფოტო მილიონობით მომხმარებელმა ნახა.
მასობრივი არეულობები თურქეთში. ქალაქ ვანის მერის დაკავებას საპროტესტო აქციები მოყვა. დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, პოლიციამ ვანის პროვინციის მერი ბექირ ქაია ტბის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის შენობაში დააკავა. მას ბრალი ქურთისტანის მშრომ...
ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი თედ კრუზი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის სურვილი აქვს. „მე ეს ძალიან მინდა და მზად ვარ მასთან მუშაობისთვის ნებისმიერ რანგში, სადაც კი სარგებლის მოტანა შემიძლია,“-აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყოფილ კონ...
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე ბარაქ ობამამ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს, თავისუფლების მედლის ლაურეატები დაასახელა. 21 ლაურეატს შორის ცნობილი მსახიობები, რობერტ დე ნირო, რობერტ რედფორდი და ტომ ჰენქსი, ასევე, ტელეწამყვანი ჰელენ დეჯენერესი, ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მომღერალი დაიანა როსი დ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას დეპუტატებსა და საზოგადოებას რამდენიმე ახალი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პ...
თბილისში, მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა. სიმბოლური აბრა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გახსნა. ცნობილ მსახიობს, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს, სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის ორგზის კავა...