უფლებათა ცენტრის მობილური ჯგუფის ინფორმაციით, მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, ქეშალოს 38-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გაზანთერ ალიევი ერთ-ერთ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და მიუთითა, თუ ვინ შემოეხაზა სიაში. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მას მოუწოდა, დაეტოვებინა კაბ...
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზისქენდის მე-14 საარჩევნო უბანზე მათი დამკვირვებელი 8:00 საათზე მივიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სიები. ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ ერთიანი სიები გამოაკრეს. გარდა ამის...
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაერთვა. მათი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან 9 ოქტომბრის 20:00 საათამდე დროებით ჩაკეტა ე. წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი. გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლების...
,, თითქმის მთლიანი პოლიცია შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენს მხარეზეა“, - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა, საქარტველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია 112 Украина“-ის ეთერში. მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. „შე...
ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, 144-ე ბაგა-ბაღის შენობაში ხმის მისაცემად მივიდა. ყოფილი პრემიერი ადგილზე მეუღლესთან და ერთ-ერთ შვილთან, ბერასთან ერთად გამოცხადდა.
ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის ელჩები გორში მე-9 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ. ელჩების განცხადებით, ამ უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია, რაც მისასალმებელია “ჩვენ ვიმყოფებით გორში და რამდენიმე საარჩევნო უბანზე უკვე ვიყავით. მოხარული ვართ, რომ არჩევ...
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის 70-ე ოლქში, ირაკლი ხახუბია საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, მე-9 საარჩევნო უბანზე 11 საათზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, „უმნიშვნელოვანესია რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველას აქვს საკუთარი არჩევანის თავის...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე, დედაქალაქის მერი მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც დავით ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი ქვეყნის სწრაფ განვითარებას დაუჭირა. „მე მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს და...
„ჩვენები -სახალხო პარტიის“ ინფორმაციით, ისნის მე -9 ოლქის მე -11 უბანში ხმის მისაცემად შესულმა მოქალაქემ უმიზეზოდ ჩხუბი ატეხა და დებოშის მოწყობა სცადა, როგორც გაირკვა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი მას არ ძლევდა ფარულად ხმის მიცემის საშუალებას, მოქალაქის პროტესტი ამ ფაქტმა გამოიწვია. ...
2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში,გაიხსნა საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ ნახევარსფეროში - სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში.
ახმეტის საარჩევნო ოლქში, სოფელ ხალაწანში, საუბნო – საარჩევნო კომისიის 2 წევრი „ბურჯანაძე – დემოკრატებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭისყრის შენობაში არ შეუშვეს 45 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრების თქმით, მათ პასპორტები თან არ ჰქონდათ. აღნიშნულ ინფორმაციას...
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, კაბალის მე–18 უბანზე საარჩევნო ყუთში არასრულად შევსებული საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს საუბნო კომისიის რამდენიმე წევრმა განუცხადა, საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის პირადი მონაცემები სრულად არ არის შეტანილი. ლაგოდეხის საოლქო ...
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N5 საარჩევნო უბანზე, დილის 7–დან 8 საათამდე კენჭისყრის შენობაში ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები არ შეუშვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა მიმართა. საჩივარში...
ცესკო საარჩევნო უბნებზე შეფერხებების მიზეზებს განმარტავს. ,,მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ინფორმაცია. კონკრეტულად რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცესი დაიწყო რამდენიმე წუთით გვიან. "სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი 3 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარ...
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიებისას მოპოვებულმა უტყუარმა მტკიცებულებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა „დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გასწია შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე სუს-მა და პროკურატურამ. ჩვენ უმოკლე...