შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში...
ანკარაში ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, მოკლული ელჩის, ანდრე კარლოვის სახელს დაარქმევენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დღეს დილიდან საელჩოს ტერიტორია გაძლიერებული დაცვის ქვეშაა აყვანილი. ტრაგედიის ადგილას თურქეთის მოქალაქეები ყვავილებით მიდიან და დაღუპული დიპლომატ...
მსოფლიოში არსებულ ვითარებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა გერმანიასა და თურქეთში მომხდარი თავდასხმები დაგმო. განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა. „პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინსა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდა...
200-ზე მეტი არხი დღეიდან სილქნეტის სატელევიზიო სერვისში ჩართულ ყველა მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდება. 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით აბონენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ფასის შეუცვლელად ჰქონდეთ წვდომა SilkTV-ის სრულ კონტენტზე, მათ შორის თემატურ პაკეტებზე. ერთი თვის მანძილზე საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი, ს...
საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ ალავიძემ და ირაკლი მატკავამ თურქეთის ელჩს საგზაო, წყალმომარაგებისა და ნარჩენები...
ახალი წელია, სახლში რა გინდა?! გამოდი! #გარეთკაიაბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება! შეუერთი შენც 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ევროპის მოედანზე, რადგან #გარეთკაია http://garetkaia.ge გილოცავთ ახალ 2017 წელს!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა....
ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მეუღლის მარინა კარლოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებას რუსული მედია ავრცელებს. ის ვარაუდობს, რომ მისი მეუღლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „ყველასთან ერთად, მეც იატაკზე ვიწექი. გამოფენაზე უამრავი ადამიანი იყო. ყველანი შოკირებული ვიყავით მომხდარ...
სავალუტო ფონდი 2017 წლის ბიუჯეტსა და მომავალი საშუალოვადიანი პერიოდის საბიუჯეტო გეგმებს მხარს უჭერს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბიუჯეტის მიმართ მხარდაჭე...
„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებ...
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების ზრდას არ გამორიცხავენ. სემეკის ხელმძღვანელს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენმ-ს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა. ირინა მილორავას განცხადებით, ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და პატი...
აშშ-ში ხელოვნების მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა სილვესტერ სტალონე შეარჩია. არჩევნებამდე სილვესტერ სტალონე დონალდ ტრამპის მისამართით სიმპათიებსა და მხარდაჭერას ღიად აფიქსირებდა. ხელოვნების მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი 1965 წელს შეიქმნა და ის აშშ-ს ხელისუფლების სააგენტოს წარმოადგენს, რომლის მის...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახლადარჩეული მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ინგა შამილიშვილი მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული. აჭარი...