აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დეფაქტო საგარეო საქმეთა უწყებამ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სპეციალური მიმართვაც გაუგზავნა.
„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებმა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი და ადამიანის უფლებების შელახვაში დაგვადანაშაულეს. ამით მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ აფხაზი ხალხის პოზიციას პატივს არ სცემენ. იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, სპეციალური მექანიზმები უნდა შეიქმნას, რომელიც გაეროს პროფილურ ორგანიზაციებში მუშაობის საშუალებას მოგვცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები საკუთარი პოლიტიკური ილუზიებისა და საქართველოს პროპაგანდისტური შტამპების მძევლებად დარჩებიან,“-ნათქვამია განცხადებაში.