ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებზე თურქეთმა ავიაიერიში მიიტანა. განადგურებულია ოთხი გვირაბი, სამი თავშესაფარი და სამი ბანაკი. ოფიციალური ანკარის მტკიცებით, ქურთი მებრძოლები თურქულ საგუშაგოებზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად ...
გერმანიამ თურქი დიპლომატებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის თავშესაფრის მიცემა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა“დოიჩე ველე“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინს თავშესაფარი სულ თურქეთის 414-მა სთხოვა. მათ უმეტესობას დიპლომატიური პასპორტები აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს დღე განსაკუთრებით მიულოცა დარბაზში მყოფ, 95 წლის ომის ვეტერან, გოჩა თოდუას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრ...
როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, - ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო...
ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება. 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 23:00 საათიდან,...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. თლისის მერის განცხადებით, ხელისუფლება ომის ვეტერანების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს. ,,ძალიან დიდია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ერთიანობისთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაფერი გააკეთეს. ჩვენდა სამწუხაროდ,&...
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს საქართველოს პარლამენტის წევრები ესტუმრნენ. საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული კომიტეტის წევრებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ცენტ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვ...
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ. აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომპანია „ავერსთან'' პარტნიორობით განახორციელა. ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 93...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი სტანისლავ დობროვა ხელმძღვანელობს. შეხვედრას მარშალის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აღსანიშანვია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს პოლონეთშ...
მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ინფოტურებს იწყებს. პირველი ტურის ფარგლებში რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა ქედის ახალი ტურისტული მარშრუტი - გობრონეთის ტური გაიარეს. ინფოტურის მონაწილეება მა...
რუსეთში ფაშიზმის დამარცხების 72-ე წლისთავი იზეიმეს. გამარჯვების დღე მოსკოვში გრანდიოზული აღლუმით აღნიშნეს. ისტორიული თარიღი რუსეთის მოსახლეობას პრეზიდენტმა პუტინმა მიულოცა. სადღესასწაულო აღლუმები რუსეთის 29 დიდ ქალაქში გაიმართა. მასში 140 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
სომალის დედაქალაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფება აშ-შაბაბმა აიღო. დანაღმული ავტომანქანა მოგადიშოს ცენტრში გამთენიისას აფეთქდა. ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
ამერიკელები ავღანეთში სამხედრო სტრატეგიას ცვლიან. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს მრჩეველებმა ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზეს, რომელიც ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებს. საუბარია დამატებით 3 ათასი სამხედრო მოსამსახურეზე. დღეისათვის ავღანე...
ვენესუელაში მასობრივი არეულობები გრძელდება. პოლიციამ კარაკასში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაშალა. შეტაკებისას 116 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე ტრავმები მიიღო. მასშტაბური საპროტესტო აქციები ვენესუელაში უკვე 38 დღეა, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩ...