ნიუ ჰემფშირელი სენატორი ჯეფ ვუდბერნი რუსეთისთვის ლოკალური სანქციების დაწესების ინიციატივას აყენებს. მისი თქმით, შტატში რუსული არყის გაყიდვა უნდა აიკრძალოს. ნიუ ჰემფშირი ერთ-ერთია იმ 17 შტატიდან, სადაც აკოჰოლური პრუდუქციის ყიდვა-გაყიდვას ფედერალური მთავრობა აკონტროლებს.
10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7403 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.47 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილ...
სერბეთის აღმოსავლეთში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. საშობაო ბაზრობაზე წასული ეიზდიმირ მილიჩი სახლში აღარ დაბრუნებულა. 2 დღის შემდეგ ის 5 მეტრიან ჭაში თანასოფლელმა გორან მარკოვიჩმა იპოვნა. ეიზდიმირმა მინუს 20 გრადუსამდე გაყინულ წყალში 52 საათი გაატარა და ცოცხალი გადარჩა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ...
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში სტუმრად მყოფი ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა „ისრაელის სახლში“ შეხვედრა გამართეს. YNET-ის, ISRAEL HAYOM-ის, MASA ACHER-ის, NEWS-ის, WALLA-ს, PASSPORT NEWS-ის, NEWS OF TOURISM-ისა და MA...
შვეიცარიის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მუსლიმანმა მოსწავლე გოგონებმა აუზებზე ბიჭებთან ერთად იცურაონ, მათ რელიგიურ უფლებას არ არღვევს. შესაბამისი დადგენილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა. ამავე დასკვნის თანახმად, შვეიცარიის სასწავლო პროგრამა განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიური აღმ...
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს. საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა....
რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს შინაპატიმრობა 3 თვით გაუგრძელეს. გადაწყვეტილება მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მიიღო. ულიუკაევი 2 მილიონის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ის ბრალდებას დღმდე კატეგორიულად უარყოფს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუვენ რივლინი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ...
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ევროკავშირის ბაზარზე ქართული მატყლი გავიდა. ევროკავშირში ქართული მატყლის გატანას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. შედეგად, ევროკავშირმა...
თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დღის წესრ...
ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის ნაწილი 20 იანვრის ყრილობას მხარს უჭერს. ბრიფინგი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ გამართა. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ევროპულ პარტიას, აქვს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაცი...
თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის (დიდი ეროვნული მეჯლისი) წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის...
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში, ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ პარლამენტთან კონსულტაციები არ დაწყებულა. ,,როგორც კი გვექნე...
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სავარაუდოდ, სუიციდის ფაქტი მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცის გვამი სახლში იპოვეს. შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს, არ ადასტურებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარულ მოსმენების შესახებ უფლებამოსილებები სხვადასხვა სტრუქტურაში უნდა იყოს გაფანტული. ანა დოლიძის თქმით, ვინც დაინტერესებულია მოსმენებით, ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ვინც მეთვალყურეობას ახდენს, მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა. „ჩვენ არ უნდა დაგვავიწ...