საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს ელოდებიან. მასთან შეხვედრასა და გასაუბრებას მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აპირებს. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ზალბერი ორი დღის განმავლობაში ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა. მანამდე იგი ოკუპირებულ ცხინვალ...
„იუნივერსალ ფიქჩერსმა“ ახალი ფილმის, „მუმიას“ ტრეილერი გამოუშვა. მთავარ როლს ფილმში ტომ კრუზი ასრულებს. ალექს კურცმანის სურათში ცნობილი მსახიობები, სოფია ბუტელა, ანაბელ უოლისი, რასელ ქროუ და ჯეიკ ჯონსონიც არიან დაკავებულნი. ბლოქბასტერის პრემიერა 8 ივნისს გაიმართება.
კალიფორნიაში ტყის მასივი იწვის. ხანძარმა ფრესნოს რაიონში ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. დამწვარია ათასობით უნიკალური სახეობის მცენარე. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ.
მასობრივი საპპროტესტო აქციები გრძელდება ბრაზილიაშიც. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. მიშელ ტემერს პარლამენტის ყოფილი სპიკერის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. კორუფციულ სკანდალში მოქმედი პრეზიდენტი მას შემდეგ გაეხვა, რაც ედუარდო კუნისთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ მი...
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება. „ყველა...
შეტაკებები ისრაელში. ქალანდიას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან პალესტინელებმა გზა გადაკეტეს. ისინი პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია ებრაელ სამხედროებთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
ვენესუელაში საპროტესტო აქცია კვლავ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. მასობრივი არეულობების შედეგად ორი დემონსტრანტი დაიღუპა, 58 ადამიანი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. მასშტაბური საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში თითქმის ორი თვეა, გრ...
მორიგი სპეცოპერაცია დაღესტანში. სპეცრაზმელებმა კარამახის რაიონში ამბოხებულთა დაჯგუფება ალყაში მოიქციეს. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. შენობაზე მიტანილი შტურმის შედეგად ოთხივე მათგანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ლიკვიდირებულთა ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი ტერორიზმისა და სხვადასხვა სახის მძ...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 19-დან 24 მაისის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით: „What’s New, Georgia?”. ღონისძიების ფარგლე...
-20 მაისს უკრაინაში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე, საბჭოს წევრები: გიორგი კახიანი, კახა კუჭავა, ოთარ კახიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის...
თბილისის მერიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს. შეთანხმების მიზანია, დედაქალაქში არსებული საკულტო-რელიგიური დანიშ...
„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში“,- განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, იგი აეროპორტში მისვლამდე დააკავეს სამართალდამცველებმა. "ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე დამაკავეს მაშინ, როდესაც მე ჩავჯექი მანქანაში, რომელსაც მივყავდი აეროპორტში. ახსნა გა...
რამდენიმე დღეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში გმირთა ხეივანში განთავსებულ 3 ობიექტს პირობებიან აუციონზე გამოიტანს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, აღნიშნული ობიექტების გასხვისებიდან ბიუჯეტი მინიმუმ 4,5 მლნ ლარს ელოდება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციე...
უახლოეს პერიოდში, საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება, - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა. უჩა ნანუაშვილის განმარტებ...
შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეაჩერა. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. უახლოეს ხანებში შვედეთის პროკურატურა ოფიციალური განცხადების გაკეთებასაც გეგმავს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზი იქნება განმარტებული. ასანჟს შვედეთი სექსუალური ძალადობის ბრალდებას უყენებდა. 2012 წლი...