თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი, თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მეორე ტურს მოთხოვნის შესახებ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.
ლელა ქიტესაშვილი აპირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
„მე ველოდი სხვა გადაწყვეტილებას, მიმაჩნდა უფრო სამართლიანად. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც მე ვერ ვიპოვე სამართალი. დაკარგული ექვსი ბიულეტენი არის გავლენის მომხდენი შედეგზე და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც სწორად წაიკითხავდა კანონს,“ - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
თიანეთის მერობის მეორე კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, რომელიც ცესკომ არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნია, აცხადებს, რომ სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის ალოგიკურ სარჩელზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.