დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმება კიდევ ერთხელ ჩავარდა. პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ წარდგენილმა ახალმა შეთანხმებამ, რომელსაც მან ევროკავშირთან ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მიაღწია, მხოლოდ 242 ბრიტანელმა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. 391-მა დეპუტატმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღეს, 13 მარტს თემთა პალატამ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე. თუ ეს საკითხიც ვერ მოიპოვებს კანონმდებლების მხარდაჭერას, მაშინ მათ ბრექსიტის გადადების საკითხზე მსჯელობა მოუწევთ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა როგორც ჩანს შესაძლოა ამ თარიღის გადადება მოხდეს.