1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ კარდინალურად შეცვალა ირანელი ხალხის, განსაკუთრებით კი ქალების ცხოვრება. რევოლუციის შემდგომ ქვეყნის სათავეში მოსულმა ფუნდამენტალისტებმა ტოტალურად შეზღუდეს ქალთა უფლებები, მათ შორის ჩაცმულობის თავისუფლება.
1979 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული აიათოლა ხომეინის მმართველობისას მიიღეს კანონი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ.
ქვემოთ მოცემულია ფოტოები, რომლებიც ასახავენ ქალების ცხოვრებას ირანში რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ.
რევოლუციამდე
1977 წელი, თეირანის უნივერსიტეტი

1976 წელი, თეირანი, ფეხსაცმელების მაღაზია
რევოლუციამდე ირანელი ქალები დასავლურად იცვამდნენ, ატარებდნენ ვიწრო ჯინსებს, მოკლე კაბებსა და მაისურებს.

1976 წელი, თეირანი, ოჯახური პიკნიკი
რევოლუციამდე, ირანული ოჯახები ხშირად ატარებდნენ დროს ღია საზოგადოებრივ პარკებში, აწყობდნენ პიკნიკს. მართალია, რევოლუციის შემდეგ, ეს ოჯახური შეკრებები არ შეწყვეტილა, მაგრამ ახლა უკვე ქალები და კაცები მეტ მოკრძალებასა და სიფრთხილეს იჩენენ საზოგადოებრივ ადგილებში ურთიერთობისას.

1977 წელი, თეირანი, სილამაზის სალონი
ეს არის სცენა, რომელსაც ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ვეღარ ნახავთ.

1976 წელი, თოვლიანი თეირანი
თქვენ ახლაც ნახავთ ქალს, რომელიც თეირანის ქუჩებში სეირნობს, მაგრამ მისი ჩაცმულობა მკვეთრად განსხვავებულ იქნება იმ ქალის ჩაცმულობისგან, რომელიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი.

რევოლუციის შემდეგ
1979 წელი, თეირანი, ქალები აპროტესტებენ ჰიჯაბის კანონის შემოღებას
ირანის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყნის სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ ქვეყანაში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარების აუცილებლობა დააკანონა. 8 მარტს ქალებმა ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხეს, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.

1979 წელი, თეირანი, პროტესტი აშშ-ის საელჩოსთან
თეირანში, სტუდენტებმა ათეულობით ამერიკელი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი ტყვედ ჩაიგდეს. ირანელების მხრიდან აშშ-ისა და ბრიტანეთის მიმართ სიძულვილი მეტწილად განპირობებული იყო ამ ორი ქვეყნის ირანული ნავთობის მიმართ დაინტერესებით. ამ ღრმა უნდობლობას კიდევ უფრო მეტ პროვოცირებას უწევდა ირანის თეოკრატიული ხელისუფლება.

1980 წელი, თეირანი

1986 წელი, თეირანი, მაღაზიის ვიტრინა

2005 წელი, თეირანი
ირანში ყველა ქალი არ ატარებს შავ ჩადრს, რომელიც მთლიანად ფარავს სახესა და სხეულს. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ თავსაბურავს იყენებს.

2005 წელი, კასპიის ზღვის სანაპირო
ქალებსა და კაცებს ეკრძალებათ ერთად ცურვა, ქალებს კი საცურაო კოსტუმებში გამოწყობა.

2005 წელი, ჰიჯაბის მომხრეთა აქცია

მომზადებულია BBC-ის მასალაზე დაყრდნობით