ინტერპოლმა სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ერეკლე კოდუა ძებნილთა სიიდან ამოიღო.
ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი 2014 წლის მარტში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ბრალდებით წარუდგინა.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წაეყენა, რაც სასჯელის სახით ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2014 წლის აპრილში კი ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზე მაშინვე გამოქვეყნდა.
ინტერპოლის გდაწყევტილებით კი ერეკლე კოდუაზე ძებნა შეწყდა და ის ძებნილთა სიიდან ამოღებებულია.
აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მოთხოვნით წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, ძებნილთა სიიდან ამოიღო, მათ შორის არის ისუტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი.