მაროკოელი ჟურნალისტი, ჰაჯარ ჰაისოუნი, გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ პოლიციამ მეუღლესთან ერთად დააკავა. მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების, Akhbar Al-Yaoum daily-ის ჟურნალისტი "უკანონო აბორტის გაკეთებისთვის" დააკავეს. 28 წლის ჰაისოუნი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რ...
1 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირის დელეგაცია მედიას წარუდგენენ „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში 2019 - 2021 წლებში მხარდაჭერილ ახალ პროექტებს. საქართველოში 2019-2021 წლებში ორი ადგილობრივი პროექტი, 2.2 მილიონი ევროს ბიუჯეტით განხორციელდება, 80% ევროკავშირის და 20% ე...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ...
საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პრო...
5-6 ოქტომბერს "თბილისობა 2019" გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონებ...
გრემის მფლობელი ამერიკელი საოპერო მომღერალი, სოპრანო ჯესი ნორმანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2015 წლის შემდეგ ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. მომღერალი ნიუ-იორკის ჰოსპიტალში სეპტიკური შოკით შეიყვანეს. საბოლოოდ, ორგანოთა ფუნქციის მრავლობითი დაქვეითებით, ნორმანი საავადმყოფოში გარდაიცვალა....
დღეს, 1-ელ ოქტომბერს მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანია "ფორმულამ". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "ფორმულას" მაუწყებლის სფეროში ავტორიზაცია მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. "ფორმულას" მაყურებელ...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახელმწიფო მდივანი პომპეო მილოცვაში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ...
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საჯარო ბიბლიოთეკა), საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საკოლექციო მონეტას წარუდგენს.
1 ოქტომბერისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9770 ლარია, ევროს 3.2515 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5272 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.6635 ლარია.
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. პეტრიწის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟების ჯგუფები. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მეორ...
რაც შეეხება პრეზიდენტის ინტერვიუს, არ მეგონა, რომ ამის გადათარგმნა მომიწევდა, ან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თეზისობრივად რომ გავყოთ, ძალიან მარტივად ვიტყვი, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია პირველლის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „მ...
კაცმა დეპუტატებმა, რომლებიც ქალ დეპუტატს მოუწოდებენ ქცევის კორექტირებისკენ გაიაზრონ, რომ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში მეტად მოუფრთხილდნენ , - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ ...
ქალი ადამიანია, მას აქვს თავისი ემოციები და ნერვები და ის არ უნდა მიიყვანო იქამდე, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკა...
წყალტუბოში დაღუპული 18 წლის ბიჭის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 18 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დედა რომელიც, ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში დღეს დაბრუნდა. დედა შვილის ცხედრამდე არ მისულა. ის ქუთაისში მე-9 სართულის სახურავიდან გადმოხტა და სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრუ...